ჩვენს შესახებ
კომპანია მეფ სერვისის დაფუძნება მოხდა უკვე დაგროვებული გამოცდილების მქონე რამდენიმე მონათესავე სფეროში მოღვაწე პროფესიონალის გაერთიანებით.
კომპანიის საქმიანობის სფერო ამჟამად უკვე მოიცავს გათბობა-კონდიცირებას, სამაცივრე და ვენტილაციის სისტემების როგორც პროექტირებას, ასევე მიწოდება-მონტაჟს.
გვყვავს გამოცდილი პროექტანტები, რომლებსაც წლების განმავლობაში განხორციელებული აქვთ სხვადასხვა მოცულობის რამდენიმე ასეული საინტერესო პროექტი საქართველოს მასშტაბით.
გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას რთული, კომპლექსური და პრობლემური ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად. სპეციალიზებული გუნდი დაგეხმარებათ პროექტის ხარჯებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანაში, ასევე, ახალი და არსებული შენობების მექანიკური სისტემების პროექტის ხარჯ-ეფექტურად მოდერნიზებასა და დახვეწაში.
კომპანიის მიზანი
კომპანიის მიზანია მუდმივად იყოს აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანია, მომხმარებელს მუდმივ ინოვაციებს სთავაზობდეს და ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტანდარტული კორპორატიული მიდგომები. კომპანიის მენეჯმენტისთვის პრიორიტეტულია მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, პოტენციური დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება და წლების განმავლობაში მიღწეული რეპუტაციის შენარჩუნება.

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია
-
გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის პროექტირება-მონტაჟი;
-
წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების პროექტირება, მიწოდება-მონტაჟი, მილგაყვანილობა და დრენაჟი სისტემები;
-
სახანძრო და დაცვის სისტემები;
-
ავტომობილის პარკინგის ვენტილაციის სისტემა;
-
ნახშირჟანგის კონტროლის სისტემა;
-
სამზარეულოს ჰაერ-გამწოვი სისტემა;
-
კვამლის გამწოვი სისტემა;
-
ლიფტებისა და ესკალატორების პროექტირება-მონტაჟი, ზედამხედველობა;
-
ვიდეომეთვალყურეობა, გახმოვანება-მაუწყებლობა, სიგნალიზაცია;
-
სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების მონტაჟი;
-
ციფრული სატელევიზიო სისტემების მონტაჟი.
განხორციელებული პროექტები
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
---|---|---|---|
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() | ![]() |